ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას აგრძელებს - გოცირიძე
ხელისუფლება მედიაზე  ზეწოლას აგრძელებს - გოცირიძე

A+ A-

×

11:41 12/04/2019

ხელისუფლება აგრძელებს მედიაზე ზეწოლას, ჯერი აჭარის ტელევიზიაზე მიდგა - გოცირიძე პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გოცირიძის თქმით, ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

„ხელისუფლება აგრძელებს მედიაზე ზეწოლას. ახლა ჯერი აჭარის ტელევიზიაზე მიდგა, რომელიც გამოირჩევა თავისი დაბალანსებული სამაუწყებლო პოლიტიკით. უნდათ გადააყენონ მისი ხელმძღვანელი. ამისთვის იყენებენ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ქართული ოცნების ქვოტით გასული პირებს.

მათ მოახერხეს და გადაიბირეს ოპოზიციის( ნაციონალური მოძრაობის) მიერ წარდგენილი წევრი და აპირებენ მაუწყებლის დირექტორის მოხსნას. შევეცდებით, რომ ჩვენს მიერ ნომინირებული უღირსი წევრი გამოწვეული იქნას მაუწყებლის საბჭოდან. მთელი პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე ეკისრება ხელისუფლებას“, წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა თავმჯდომარეს, დირექტორის, ნათია კაპანაძის მიმართ უნდობლობის პროცედურის დასაწყებად მიმართა. დღეს განცხადება გაავრცელა აჭარის ტელევიზიამ.