თბილისში უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით სამედიცინო სიმპოზიუმი გაიმართება
თბილისში უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით სამედიცინო სიმპოზიუმი გაიმართება

A+ A-

14:58 12/04/2019

13 აპრილს, 10:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით სამედიცინო სიმპოზიუმი გაიმართება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება მედიცინაში არსებულ თანამედროვე სიახლეებს და მას სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დარგის წამყვანი სპეციალისტები წარმოადგენენ, ასევე საუბარი იქნება ბიორეგულაციური მედიცინის მიდგომების და მისი შესაძლებლობების შესახებ თერაპიულ პრაქტიკაში.

სიმპოზიუმი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს  სამასამდე სპეციალისტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ღონისძიებას ასევე დასწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები.

სიმპოზიუმის ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა ბონის საუნივერსიტეტო კლინიის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ულრიკე კაიმი, რომელიც ქართველ კოლეგებს მის გამოცდილებას გაუზიარებს.

სიმპოზიუმი საქართველოში ფარმაცევტული კომპანია, "ბიომედიკას“ ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება.