"ამ ხელისუფლებამ როგორ უნდა განავითაროს პანკისის ხეობა,როდესაც ახალგაზრდებს ლოგინში კლავენ"
"ამ ხელისუფლებამ როგორ უნდა განავითაროს პანკისის ხეობა,როდესაც ახალგაზრდებს ლოგინში კლავენ"

A+ A-

×

16:36 12/04/2019

ხელისუფლება ვერ განავითარებს პანკისის ხეობას თუკი ახალგაზრდებს ლოგინში მოკლავენ, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მაჩალიკაშვილის თქმით, მისი შვილის სისხლს ხელისუფლება ვერასოდეს ჩამოირეცხავს.

“გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტმა პანკისის ხეობაში ჩემი აღშოთება გამოიწვია, რომელიც ყოველთვის დახურული ფორმატით და ვიწრო ჯგუფებში იმართება. ხელისუფლებას არ აქვს გამბედაობა, ჩვენს თემს უფრო ღია და საჯარო შეხვედრებით ელაპარაკოს და ვიწრო ინტერესთა ჯგუფებთან ამყარებს მხოლოდ კომუნიკაციას. ამის მიზანი ხეობაში არსებული რეალური პრობლემების მიჩქმალვა უნდა იყოს. ამ ხელისუფლებას ჩემი შვილის სისხლი და ჩემი ოჯახის ტანჯვა კისერზე ადევს. ამ ლაქას ისინი ვერ ჩამოირეცხავენ, სანამ მართლმსაჯულებაზე უარს ამბობენ. რომელ ხეობის განვითარებაზეა ლაპარაკი, როცა ამ ხეობაში ახალგაზრდებს ლოგინში კლავენ? უსამართლობის ხარჯზე ხეობა განვითარდება? ამის ვის ჯერა? ამ უსამართლობისგან და ჩემი და ჩემი ოჯახის არ აღიარებისგან გამწარებული ამ შეხვედრების ჩაშლას ვფიქრობდი. მაგრამ იმის გამო, რომ დღეს გავიგე, მინისტრი ქალები ჩამოდიან, ჩემი ჩეჩნური და ისლამური ღირსება მათ წინააღმდეგ მოქმედების უფლებას არ მაძლევს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლებას პასუხი მალე მოეკითხება. გავიგე, რომ მინისტრებს ჩვენი ახალგაზრდებიც შეხვდებიან. ეს შეხვედრა მათ მოითხოვეს. ესენი ის ხალხი და ის მომავალია, რომელიც ამდენი ხანია გვერდში მიდგას და მათი მეგობრის სიცოცხლეს და ღირსებას იცავენ. ვიცი, რომ ისინი ჩემი სახელით კრიტიკულად დააყენებენ მინისტრი ქალების წინაშე თემირლანის სიცოცხლის ამბავს. მათში ჩემს შვილს ვხედავ და იმედიანად ვარ, იქნებ მათ მაინც მოახერხონ ქისტების ღირსების დაცვა“,- წერს მაჩალიკაშვილი