ქართველებს იტალიაში მიგრანტები 10 000 ევროს სანაცვლოდ ჩაჰყავთ - "L‘Espresso“
ქართველებს იტალიაში მიგრანტები 10 000 ევროს სანაცვლოდ ჩაჰყავთ - "L‘Espresso“

A+ A-

15:29 13/04/2019

იტალიაში სირიელი, ქურთი და ერაყელი მიგრანტები არალეგალურად ქართველებისა და რუსების დახმარებით ხვდებიან. ამის შესახებ სკანდალურ სტატიას აქვეყნებს იტალიური ყოველკვირეული გამოცემა "L‘Espresso“.

იტალიური მედიის ცნობით, კრიმინალურ საქმიანობაში ძირითადად, რუსული და ქართული მაფიაა გარეული. კრიმინალურ დაჯგუფებებს მიგრანტები კალაბრიისა და აპულიას რეგიონებში, სტამბულიდან, ძვირადღირებული კატერებით გადაჰყავთ, რომლებიც ამერიკის დროშის ქვეშ ცურავენ.

მასალის ავტორის ინფორმაციით, თითო იახტით იტალიაში არალეგალური გზით 70-ზე მეტი მიგრანტი ჩაჰყავთ, თითოეული მათგანისგან კი სანაცვლოდ 10 000 ევროს იღებენ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.