"დაიცავი საქართველოს" შეკრება მოტყუებულთა და იმედგაცრუებულთა თავყრილობა გამოვიდა - გოცირიძე
"დაიცავი საქართველოს" შეკრება მოტყუებულთა და იმედგაცრუებულთა თავყრილობა გამოვიდა - გოცირიძე

A+ A-

15:42 13/04/2019

"დაიცავი საქართველოს" შეკრება მოტყუებულთა და იმედგაცრუებულთა თავყრილობა გამოვიდა. ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე დავით მაღრაძის ინიციატივით ფილარმონიაში გამართულ შეკრებას.

"ჭრელი საზოგადოება შეიკრიბა ფილარმონიაში. მოტყუებულთა და იმედგაცრუებულთა თავყრილობა შეიძლება ვუწოდოთ მას. უცნაური ისაა, რომ მის ორგანიზატორებს იმეგდგამცრუებლის და მომტყუებლის მიმართ აუგი ვერ დააცდენინეს.

ეს იმიტომ, რომ მიზნებიც ჭრელი აქვთ: ერთ ნაწილს კვლავ უკან მიჩოჩება უნდა, მეორეს- მღვრიე წყალში ფულის შოვნა, როგორც არაერთხელ გამოსვლიათ, მესამეს-შურისძიება დაუმსახურებელი გარიყვისათვის, მეოთხეს-გაუქმებული გრანტის აღდგენა და ა. შ. ცვლილებების გულწრფელი მსურველებიც არიან, რომლებსაც სურთ, რომ ”ესენი უნდა წავიდნენ, ოღონდ ისინი არ უნდა მოვიდნენ”.

როგორი პრაგმატული თუ იდეალისტური მიზნები არ უნდა  ამოძრავებდეთ, ერთი რამ ფაქტია: ივანიშვილს საყრდენი ჩამოეშალა და წვრილფეხა ფუნციონერების ამარა დარჩა. დანარჩენი დროის და ტექნიკის საქმეა!", - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.