"მოლოდინი გვაქვს, რომ გიორგი მამალაძეს მალე გაათავისუფლებენ"
"მოლოდინი გვაქვს, რომ გიორგი მამალაძეს მალე გაათავისუფლებენ"

A+ A-

×

16:08 13/04/2019

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა, 19 მაისამდე შეიწყალონ.

როგორც ცნობილი გახდა, საპატრიარქო მზად არის, პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების შუადგომლობით მიმართოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

როგორც მან "2020NEWS“-თან საუბარში განაცხადა, მათ მოლოდინი აქვთ, რომ მამა გიორგის მალე გაათავისუფლებენ.

"კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ საპატრიარქო პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს. პრეზიდენტის პრეროგატივაა, რომ დეკანოზი შეიწყალოს. ეს როდის მოხდება, ზუსტი ვადები არ ვიცი", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.