რა პროვოკაციას მოუწყობენ კობახიძე, ჩუგოშვილი და მდინარაძე „ოცნების“ ძველ სახეებს ხვალისთვის დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე?
რა პროვოკაციას მოუწყობენ კობახიძე, ჩუგოშვილი და მდინარაძე „ოცნების“ ძველ სახეებს ხვალისთვის დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე?

A+ A-

04:35 15/10/2018

გადამწყვეტი და ხმაურიანი სხდომა, სადაც ბიძინა ივანიშვილის საბოლოო გადწყვეტილებას სრულიად „ოცნება“ ელოდება, ხვალ საღამოს ქუთაისში გაიმართება.

სწორედ ხვალ აპირებს უმრავლესობა დაპირისპირებაზე და ბრალდებებზე „საქმის გარჩევას.“ სხდომა რა თქმა უნდა, დახურული იქნება, მაგრამ როგორც „2020NEWS“ ინფორმატორი გვატყობინებს, სხდომის დახურვას აზრი არ ექნება. ინფორმაციას თავად დაპირისპირებული მხარეები გახდიან ცნობილს.

„დავით ჭიჭინაძე, ნუკრი ქანთარია, ეკა ბესელია და გედი ფოფხაძე არ არიან მხოლოდ ე.წ. „ახლებთან“ დაპირისპირებულთა გუნდში. უმრავლესობაში გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც ამ დაპირისპირებაში  კვირიკაშვილის მხარდამჭერები არიან. კახი კალაძის მეგობრები, ბოკერიას დაფრთიანებული ოცნებელები – მდინარაძე, კობახიძე და ჩუგოშვილი ხვალ შეეცდებიან, რომ სერიოზულ პროვიკაციაზე წავიდნენ. მათ ეს აწყობთ. ამ ადამიანებს სიტუაციის დალაგება არ უნდათ.  დააკვირდით, ირაკლი კობახიძე მუდმივად ილანძღება, ჩუგოშვილი ვიღაცას მატყუარას ეძახის, მდინარაძე რასაც აკეთებს, ეგ კიდევ ყველასთვის ნათელია უკვე. საქმე იმაშია, რომ  ორივე მხარეს ბიძინა ივანიშვილის იმედი აქვს. ორივე მხარეს ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ უჭერს მხარს.  ამიტომ ჯერჯერობით, არც ერთი მხარე არ ეხება ბიძინას. როგორც კი გაირკვევა, საბოლოოდ ვის მხარეზე დადგება გუნდის რეალური მმართველი, ლანძღვა-გინება მერე ნახეთ“, – უთხრა „2020NEWS“-ს სამთავრობო ელიტასთან დაახლოებულმა წყარომ.

როგორც ცნობილია, მედიაში გაჟონა ინფორმაციამ იმასთან დაკავშირებით, რომ გასული კვირის ბოლოს გედევან ფოფხაძე, ზაზა პაპუაშვილი და ნუკრი ქანთარია ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. საუბრის დეტალები უცნობა, თუმცა „ძველები“ იმედიანად არიან.

ჩვენი ინფორმატორი კი, „ოცნების“ ვნებათაღელვის კულმინაციას მმართველი გუნდის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების მომენტისთვის ელოდება.

„მე ზუსტად ვიცი, რომ არც  ქანთარია და არც ჭიჭინაძე არ მოერიდებიან ივანიშვილის კრიტიკას. პირად საუბრებში, ისედაც აკრიტიკებენ ივანიშვილს და იმუქრებიან კიდეც რომ ივანიშვილი დაუმორჩილებლობას მიიღებს. სხვათაშორის არა მარტო ისინი, სხვებიც. ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ, კიდევ უფრ მეტ ინფორმაციას გავიგებთ, „ოცნებაში“ არსებული შიდა დინებების შესახებ“, – ამბობს სააგენტოს ინფორმატორი.

„2020NEWS“ ბუნებრივია ამ ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა, თუმცა ისიც ცხადია, რომ ხვალინდელ შეხვედრამდე „ქართული ოცნება“ დუმილს ინარჩუნებს.