ამ ”კაცმაცოს” უსმენდით დღეს ფილარმონიაში გურგულიას "სხადნიაკზე” მისულები - თაკო ჩარკვიანი
ამ ”კაცმაცოს” უსმენდით დღეს ფილარმონიაში გურგულიას "სხადნიაკზე” მისულები - თაკო ჩარკვიანი

A+ A-

×

17:50 13/04/2019

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი "დაიცავი საქართველოს“ მიერ გამართულ შეკრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ჩარკვიანის შეფასებით, ფილარმონიაში ხალხი გურგულიას ”სხადნიაკზე“ იყო მისული.

"აი ამ სიბინძურეს, აი ამ ნუგზარ ფოფხაძის "დაქირავებულ ქილერს”, რომელმაც გაზეთ ”საქართველო და მსოფლიოში” განაცხადა, რომ ქართველები უმადურები ვართ, რადგან რუსებმა ქართველებს წერა-კითხვა ასწავლესო, აი, ამ ”კაცმაცოს” დავით მხეიძეს უსმენდით დღეს ფილარმონიაში გურგულიას "სხადნიაკზე” მისულები. კიდევ კარგი, ხალხი ბრძენია“, - წერს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, დღეს ფილარმონიაში, პოეტ დავით მაღრაძის ინიციატივით, "დაიცავი საქართველოს" შეკრება გაიმართა.