ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა
ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

A+ A-

×

18:40 13/04/2019

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სამი ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში.

ატაცში ლაშა ტალახაძემ პირველ მისვლაზე 208 კილოგრამი დაძლია, მეორეზე კი – 218, რითიც მსოფლიო რეკორდი დაამყარა ატაცში. აკვრაში პირველ მისვლაზე ქართველმა ფალავანმა 245 კგ დაძლია, მეორეზე კი, აშხაბადში დაძლეული 257 კგ გააუმჯობესა, 260 კილოგრამი დაძლია და აკვრასა და ორჭიდის ჯამშიც ორი რეკორდი დაამყარა. ორჭიდის ჯამში, ლაშა ტალახაძემ 478 კგ დაძლია.

რაც შეეხება ნაკრების კაპიტან ირაკლი თურმანიძეს, მან სამივე მისვლა გამოიყენა ისევ და 227, 234 და 241 კგ დაძლია, ორჭიდის ჯამში ვერცხლს დაეუფლა, აკვრაში კი – ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 5 ოქროს, 6 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალით დაასრულა.