ქართველი პარამოფარიკავეების ექვსი მედალი
ქართველი პარამოფარიკავეების ექვსი მედალი

A+ A-

09:42 14/04/2019

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები საფრანგეთში შეკრებაზე იმყოფება. მზადებას გუნდი შვედეთის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთისა და მაპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად გადის.

შეკრების პარალელურად ქართველმა სპორტსმენებმა სატელიტ შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა და საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ნინა თიბილაშვილმა ხმლითა და რაპირით ფარიკაობაში ოქროს მედლები მოიპოვა. ირმა ხეცურიანმა, რომელიც „ბ“ კატეგორიაში ასპარეზობს, ამჯერად „ა“ კატეგორიის შეხვედრები ჩაატარა და როგორც ხმალში, ასევე რაპირაში ბრინჯაოს მედლები მოიგო. გვანცა ზადიშვილმა ხმალში ვერცხლი აიღო, რაპირაში – ბრინჯაო.

შეჯიბრში რვა ქვეყნის პარამოფარიკავეებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს ნაკრები თბილისში 16 აპრილს დაბრუნდება.