ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოში ჩამომხრჩვალი მამაკაცი იპოვნეს
ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოში ჩამომხრჩვალი მამაკაცი იპოვნეს

A+ A-

×

12:36 14/04/2019

ოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოში შუახნის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვნეს.

როგორც “2020NEWS” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს შემთხვევა დაახლოებით  ერთი საათის წინ მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებითი დეტალები არ ხმაურდება.