უკვე გაუგიჟებია...ღმერთს! - მძინარიშვილი გვარამიაზე
უკვე გაუგიჟებია...ღმერთს! - მძინარიშვილი გვარამიაზე

A+ A-

13:06 14/04/2019

ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი "რუსთავი2-ის" დირექტორს , ნიკა გვარამიას გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლშევიკ-ტროცკისტების შექმნილი “მებრძოლ უღმერთოთა კავშირის” წევრს ადარებს. 

“გასული საუკუნის 20-იან წლებში ბოლშევიკ-ტროცკისტების შექმნილი “მებრძოლ უღმერთოთა კავშირის” წევრი კომკავშირელები ტაძრებიდან ჯვრებს ხსნიდნენ, ზარებს ამტვრევდნენ და ხატებს ფეხით თელავდნენ.

გაკვირვებული ხალხი პირჯვარს იწერდა და ღმერთს პატიებას სთხოვდა, – უგუნურნი არიან და არ იციან, რას სჩადიანო.

მებრძოლი უღმერთოები ხალხს დაცინვით და იქედნურად მიმართავდნენ, – აბა, სად არის თქვენი ღმერთი, აბა, რამეს თუ გვიზამსო.

შეძრწუნებულ ხალხს მოხუცი ქალი გამოეყო და აღგზნებულ კომკავშირელებს სიბრალულით მიმართა, – მეტი რაღა უნდა გიქნათ, გაუგიჟებიხართო.

ახლა ეს რატომ გამახსენდა: კოპროლალიით დაავადებული ნიკა გვარამია ტელეეთერით იგინება და თან ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, – აბა, რამეს თუ მიზამთო.

ხელისუფლებამ და ივანიშვილმა მეტი რაღა ან რატომ უნდა უქნან ამ შეპყრობილს?! ან რა საჭიროა, რომ რამე უქნან, როცა იმ მოხუცი ქალის ნათქვამი ზედმიწევნით შეეფერება: 
უკვე გაუგიჟებია… ღმერთს!”– წერს სოციალურ ქსელში ბონდო მძინარაშვილი.