გურიაში ფერმერის სახლი დაცხრილეს
გურიაში ფერმერის სახლი დაცხრილეს

A+ A-

×

15:10 14/04/2019

გურიაში უცნობმა პირებმა, ერთ-ერთი ფერმერის, თემურ ქამადაძის სახლი დაცხრილეს. შემთხვევა სოფელ ხვარბეთში, გუშინ გვიან ღამით მოხდა. ინცინდენტის დროს ქამადაძე სახლში მარტო იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს სანადირო თოფიდან რამდენიმე ტყვია მოხვდა; დაზარალებული მომხდარს, მის მიერ ადგილობრივ მედიაში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს სადაც ის, ორი წლის წინ მომხდარი ძარცვის გამოუძიებლობას აპროტესტებდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.