Facebook-სა და Instagram-ზე ხარვეზი გამოსწორდა
Facebook-სა და Instagram-ზე ხარვეზი გამოსწორდა

A+ A-

×

17:15 14/04/2019

სოციალურ ქსელებში არსებული ხარვეზი, რომელიც თითქმის ორ საათზე მეტ ხანს იყო, გამოსწორდა. მომხმარებლები Facebook-ით, Instagram-ითა და Whatsapp-ით უკვე სარგებლობენ. ამ დრომდე უცნობია რა გამოიწვია შეფერხება. შეფერხება მთელ მსოფლიოში ფიქსირდებოდა, მათ შორის აშშ-ში და საქართველოშიც.