აღმაშენებლის 170-ე ნომერში ხანძარია
აღმაშენებლის 170-ე ნომერში ხანძარია

A+ A-

21:54 14/04/2019

თბილისში, აღმაშენებლის 170-ე ნომერში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ეზოში დამონტაჟებულ მრიცხველებს გაუჩნდა.

მათივე ინფორმაციით, მდგომარეობა რთული არ არის.

ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.