მოილოგინა "ქოცმა" და შვა "დაიცავი საქართველო" - ცოტნე გამსახურდია
მოილოგინა "ქოცმა" და შვა "დაიცავი საქართველო" - ცოტნე გამსახურდია

A+ A-

01:55 15/04/2019

"მოილოგინა ქოცმა და შვა "დაიცავი საქართველო" - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის  ზვიად გამსახურდია ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს. გამსახურდიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნაში პროგრესულობის წინააღმდეგია.

"მოილოგინა ქოცმა და შვა "დაიცავი საქართველო". ოღონდ გასაოცარი ისაა, რომ ეს ამ ორგანიზაციის უკვე მერამდენე ინკარნაციაა. სწორედ და ზუსტად ბუდისტური კონცეფციის მიხედვით: ჯერ ჯაბამ და ედიკამ შვეს, შემდეგ მიშამ, ახლა - ბიძინამ. ეწინააღმდეგებიან ყველაფერ ახალს, ყველაფერ პროგრესულს, და აწვებიან ეროვნულ-პუტინურს. წარსულის ტრამვა აქვთ: ოდესღაც გამსახურდიას სიძულვილმა ეროვნული დისკურსის გაცნობიერების საშუალება წაართვა, სამაგიეროდ დაუბრუნა პუტინმა, დასავლეთის ჯინზე, რა თქმა უნდა. თორემ ამათში ქართული იმდენია, რამდენიც აღა მაჰმად ხანში...", - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, 13 აპრილს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დავით მაღრაძის ორგანიზებით "დაიცავი საქართველოს" შეკრება გაიმართა.