„იბეიზე“ ლადო გუდიაშვილის ნახატი 120 000 დოლარად იყიდება
„იბეიზე“ ლადო გუდიაშვილის ნახატი 120 000 დოლარად იყიდება

A+ A-

10:36 15/04/2019

ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ნახატი eBay-ზე იყიდება. ნამუშევრის ღირებულება 120 000 ამერიკული დოლარია.

ნახატი ზეთითაა შესრულებული და 1945 წლით თარიღდება. როგორც მფლობელს აქვს მითითებული, ნახატი „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“ იდეალურ მდგომარეობაშია.

 აღწერილობას თან  ახლავს ნახატის სერტიფიკატის ფოტოები.

გამყიდველს, რომელიც დარეგისტრირებულია სახელით nexusparts, კიდევ რამდენიმე ნივთი აქვს გასაყიდად განთავსებული, თუმცა არც ერთი ხელოვნების ნიმუში. სხვა გასაყიდი ნივთები ძირითადად ელექტროტექნიკა და აქსესუარებია.

ლადო გუდიაშვილი მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი იყო.