„სოკარის“ კრეატიული კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური გაიხსნა
„სოკარის“ კრეატიული კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური გაიხსნა

A+ A-

11:31 13/04/2019

13 აპრილს, „სოკარის“ კიდევ ერთი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური თამარაშვილის ქუჩაზე გაიხსნა. განსხვავებული დიზაინის მქონე სადგური ამსტერდამის სიმბოლიკითაა დატვირთული. ადგილზე ნებისმიერ მომხმარებელს, საავტომობილო სერვისის მიღების გარდა,  უკვე ჰოლანდიური ყვავილების შეძენაც შეუძლია. ასევე, ავტოგასამართ სადგურზე ველოსიპედების პარკინგიც მოეწყო. 

„სოკარის“ კრეატიული კამპანია ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უკავშირდება. აღნიშნული ჩემპიონატი,UEFA-ს ინიციატივით, გლობალურად აღინიშნება და, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება.„სოკარის“ კრეატული კამპანიის ფარგლებში, 21 მარტიდან 21 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით განთავსებულ „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებს რებრენდინგი ჩაუტარდება. 11 სადგურის დიზაინი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების, რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებითა და ღირშესანიშნაობებით გაფორმდება. ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის პოზიციონირებისგან თავს იკავებს.

ასევე, სადგურებზე, ქალაქების მიხედვით, გაიხსნება თემატური მაღაზიები.

ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგზე   ცნობილმა  დიზაინერებმაიმუშავეს.

„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოზიციონირების ხელშეწყობას გულისხმობს.