ქართველი "კანონიერი" ქურდი თურქეთის ციხეში შიმშილობს
ქართველი "კანონიერი" ქურდი თურქეთის ციხეში შიმშილობს

A+ A-

12:49 15/04/2019

ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, მეტსახელად ლავასოღლიმ, თურქეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო.

მინდია გორაძე უკვე 2 დღეა მშრალ შიმშილობაზეა. როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, წინა საექსტრადიციო პატიმორაბში მყოფ გორაძეს უსამართლოდ დევნიან და ამ დრომდე ისიც კი არაა გადაწყვეტილი როდის მოხდება მისი ექსტრადირება.

მათივე ინფორმაციით, პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან გორაძის ოჯახის წევრებსაც.

მინდია გორაძე გასული წლის ოქტომბერში თურქეთში დააკავეს. საქართველოში მისი ექსტრადირება ჯერ არ მომხდარა.

მას ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 12 აპრილს საქართველოში სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.