საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა
საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს  უმასპინძლა

A+ A-

×

13:22 15/04/2019

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა 12-13 აპრილს მსოფლიოეკონომიკურიფორუმისახალგაზრდაგლობალურლიდერებს უმასპინძლა. სტუმრები  საქართველოს ბანკის ისტორიულ შენობას ეწვივნენ, სადაც დაგროვილი ქონების მართვის ოფისია განთავსებული. სტუმრებმა მოინახულეს პირველი საფინანსო ინსტიტუტის ე.წ „საკრედიტო საზოგადოებ“-ის შენობა, რომელიც საქართველოს ბანკის სათაო ოფისი იყო. შენობას, რომელიც 1870-იან წლებში არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის პროექტით აშენდა, ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს.

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა World Economic Forum-ისახალგაზრდაგლობალურლიდერებს უმასპინძლა. ეს ადამიანები გლობალურ ლიდერებად დასახელებულნი არიან ნოვატორულისაქმიანობისათვის. პრობლემებისმიმართარაორდინალურიმიდგომების და გადაჭრის გზების დანერგვისთვის. მათი მისიაა, ააგონხიდებიმსოფლიოში სხვადასხვა კულტურის მქონე ქვეყნებს შორის, ააგონ თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული, ბიზნეს და სამოქალაქო ურთიერთობები. ყოველივე ეს კი გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მიმაჩნია, რომ ქვეყნის წამყვანი ბანკის ერთგვარი პასუხისმგებლობაც არის, სწორედ ასეთი ტიპის მსოფლიო ლიდერებს გააცნოს და გაუზიაროს ჩვენიქვეყნის შესაძლებლობები“- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

საქართველოს ბანკმა, მასპინძლობისას World Economic Forum-ისახალგზარდა გლობალურ ლიდერებს, მნიშველოვანი ინფორმაცია გააცნო - საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და  ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ. სტუმრებმა მოისმინეს სხვადასხვა სექტორში არსებული მიღწევები. მათ შორის, ღვინის სექტორში მიმდინარე სიახლეები, რომელიც სტუმრებს საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანია, Galt&Taggart-მა მიაწოდა.

 ცნობისთვის, Young Global Leaders-ი  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ნაწილია  და დაფუძნდა 2004 წელს, რათა ეპასუხა მსოფლიო გამოწვევებისთვის. Young Global Leaders-ის წევრები არიან მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ნობელის პრემიისა და ოსკარის ნომინაციის ლაურეატები, გაეროს კეთილი ნებისელჩები და სოციალური მეწარმეები.