თიანეთის ხუთ საბავშო ბაღში კრიტიკული მდგომარეობა
თიანეთის ხუთ საბავშო ბაღში კრიტიკული მდგომარეობა

A+ A-

×

14:20 15/04/2019

თიანეთის ხუთ საბავშო ბაღში მდგომარეობა კრიტიკულია. საბავშო ბაღები  რუსულმა კომპანია "ნიკარემსტროისმა“ ააშენა. ამ დროისთვის, ხუთი სკოლამდელი დაწესებულებიდან, ორში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.  თუმცა, სამი შენობაც ავარიულია და, როგორც სპეციალიტები ამბობენ,  სამბალიან მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

როგორც „2020NEWS-ს“ თიანეთის მერმა თამაზ მეჭაურმა განუცხადა, კომპანიასთან, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა სასამართლო დავა მიმდინარებს. „ორ საბავშო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, ეს ბაღები,  ექსპერტიზის დასკვნით, 2-3 ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს. რაც შეეხება სამ სკოლამდელ დაწესებულებას, არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოებია, რის გამოც სასამართლო პროცესი გაიმართა და კომპანიას ზარალი ნაწილობრივ აანაზღაურებინეს. თუმცა, დავას ვაგრძელებთ იმ სამუშაოებზე, რომელიც დასრულებულია, მაგრამ არასრულყოფილად და საგარანტიო ვადა გასული არ არის“, განაცხადა თამაზ მეჭაურმა.

 თუ რატომ ჩაიბარა მერიამ არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოები, თიანეთის მერი აცხადებს,-„მე არ ჩამიბარებია, ჩაბარებული დამხვდა და ზუსტად ამას ვდაობთ. ჩვენ პირიქით, ამ კომპანიასთან თანამშრომლობა შევაჩერეთ. ჩემი მერობის პერიოდში, "ნიკარემსტროის“ არ უმუშავია. ჩემს წინამორბედებს ჰყავდათ შემოყვანილი, ერთი და იგივე კომპანია, სხვადასხვა დასახელებებით აწარმოებდა სამუშაოებს და როგორც ასრულებდნენ სამუშაოებს, კი ეტყობა“, - განუცხადა „2020NEWS-ს“ თამაზ მეჭაურმა.

მისივე თქმით, შესაძლოა ამ სამ საბავშო ბაღშიც შეწყდეს სასწავლო პროცესი.

 კომპანია "ნიკარემსტროის“ სასამართლომ თიანეთის მერიის სასარგებლოდ 123 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა. „ ეს თანხა მინიმალურადაც ვერ ანაზღაურებს იმ ზარალს, რაც მათი საქმიანობით მიადგა ამ საბავშო ბაღებს“, განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.