სენაკში,"თიბისი ბანკიდან" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს
სენაკში,"თიბისი ბანკიდან"  სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

A+ A-

14:55 15/04/2019

სენაკის ცენტრიდან TBC ბანკის გადახდის აპარატი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, რაიონულ სასამართლოსა და პროკურატურის შენობებიდან რამდენიმე მეტრში მოხდა. შსს-ს ცნობით, წაღებულია დაახლოებით 8 ათას ლარამდე.

მოპარული ბანკომატი პროკურატურის გვერდით მდებარე ეზოში შეიტანეს, დაამსხვრიეს და იქვე დატოვეს. 
როგორც „2020NEWS-ს“ შსს-ში განუცხადეს, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.