ოჯახებს ურტყამს სიღარიბე და მაგას მიხედეთ - დოლიძე კახაძეს პასუხობს
ოჯახებს ურტყამს სიღარიბე და მაგას მიხედეთ - დოლიძე კახაძეს პასუხობს

A+ A-

14:50 15/04/2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე მთაწმინდის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ,ლადო კახაძის განცხადებას პასუხობს.

"ბაბუ, ოჯახებს ურტყამს სიღარიბე. საჭმელ - სასმელი რომ არ აქვს ადამიანს, ტანსაცმელი და გზის ფული. ეგ ურტყამს ოჯახსაც, ღირსებასაც, ადამიანობასაც და მაგას მიხედეთ", - წერს სოციალურ ქსელში  დოლიძე.

ცნობისთვის,“ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ “ლიბერალური ფრთა ოჯახს ურტყამს”. ამის შესახებ მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში განაცხადა.

"თავისუფლება ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ ზუსტად თავისუფლებაა, რაც შენ ბევრ რამეს გიკრძალავს. ყველგან არის ლიბერალური ფრთა.

მე ყველა ლიბერალს ვეუბნები, თქვენ ხართ კონსერვატორების შვილები. მე მაგალითს მოვიყვან, რომლის შემდეგაც ხშირად ყოფილა… ჩემი ახალგაზრდებისგან თანხმობა მიმიღია. წყალში თქვენ შეგიმჩნევიათ ტივტივა. ეს ტივტივა მოძრაობს, ტალღებს მიჰყვება და მოჰყვება, მაგრამ გარკვეულ ზონაში და არის მანიშნებელი რომ იმის იქით სახიფათო ზონაა – ტივტივაა მთავარი? თუ ის ძირში დამაგრებული არ არის და გადაჭერი, ტალღამ შეიძლება ეს ტივტივა 200 მეტრზე წაიღოს” – თქვა კახაძემ