უცხოელი დიპლომატები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
უცხოელი დიპლომატები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

A+ A-

15:20 15/04/2019

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან დღეს გაერო-სთან აკრედიტებული ელჩები ჩავიდნენ.

გაერო-სთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების, ესვატინის სამეფოსა და მიკრონეზიის ფედერალური შტატების მუდმივმა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ადგილი, სადაც მავთულხლართებია გავლებული.

ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ელჩებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მიაწოდეს, ასევე ელჩები დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ, რომლის სახლიც  მავთულხლართების მეორე მხარეს მოჰყვა. ვანიშვილმა ელჩებს იმ პრობლემებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ოჯახს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების დროს ექმნება.

დღესვე, ელჩები წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვევიან.

გაერო-სთან ფინეთის, ეკვადორის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების, ესვატინის სამეფოს და მიკრონეზიის ფედერალური შტატების მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს სამუშაო ვიზიტით სტუმრობენ.