სამმა ოპოზიციურმა პარტიამ ჭიათურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი წარადგინა
სამმა ოპოზიციურმა პარტიამ ჭიათურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი წარადგინა

A+ A-

×

15:42 15/04/2019

"ევროპული საქართველო", "თავისუფალი დემოკრატები" და "შენების მოძრაობა" მერის შუალედურ არჩევნებში ჭიათურაში ერთობლივად იბრძოლებენ. მათ დღეს ჭიათურელებს დამოუკიდებელი კანდიდატი დავით ჭუმბურიძე წარუდგინეს.

მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი, მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული საკითხები, კორუფცია, ნეპოტიზმი - ამ პრობლემზე ისაუბრა მოსახლეობასთან ჭიათურის მერობის კანდიდატმა დავით ჭუმბურიძემ.

შეხვედრაზე ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეზე, უმუშევრობასა და კრიმინალზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ თითოეული არჩევნები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უნდა გამოიყენონ. 

შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.