რომელი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს სერიალში „ახალგაზრდა პაპი“
რომელი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს სერიალში „ახალგაზრდა პაპი“

A+ A-

×

15:45 15/04/2019

ცნობილ სერიალში „ახალგაზრდა პაპი“ ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ის სერიალში რომის პაპის მცველის როლს ასრულებს. როგორც მჭედლიძემ გადაცემა "იმედის დღის" ეთერში განაცხადა, ის სერიალის რეჟისორმა, პაოლო სორენტინომ რომში, სტადიონზე ვარჯიშის დროს შეამჩნია.

"ჩვეულებრივ სტადიონზე მივდივარ, ვამზადებ სტადიონს, ვიწყებთ ვარჯიშს და მოდის ორი ახალგაზრდა ადამიანი კამერებით. მეუბნებიან, "თუ შეიძლება სურათი გადაგიღოთ?" როგორც ჩანს, ჩემი ვარჯიშის დროს გაიარა, ამ სერიალის რეჟისორმა პაოლო სორენტინომ და მას უთქვამს, რომ ჩემთვის გადაეღოთ ფოტო", - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.

ზურა მჭედლიძეს გადაღებების დროს ისეთ მსახიობებთან უწევს მუშაობა, როგორებიც ჯუდ ლოუ და ჯონ მალკოვიჩი არიან. "ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ჯონ მალკოვიჩმა საქართველო ძალიან კარგად იცოდა. თქვა, რომ ძალიან კარგი კულტურა გვაქვს და საკმაოდ კარგი ადამიანები არიან საქართველოში. ასეთი მოკლე, მაგრამ ემოციური საუბარი გვქონდა ", - აღნიშნა მჭედლიძემ ქართველი ფეხბურთელის თქმით, "ახალგაზრდა პაპის" გადასაღებ მოედანზე ცნობილ მსახიობებთან მუშაობა მისთვის საინტერესო და კომფორტულია.