სკოლის მოსწავლეების გადაყვანისას ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა
სკოლის მოსწავლეების გადაყვანისას ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა

A+ A-

×

16:25 15/04/2019

ლანჩხუთის სოფელ ჭანთაში სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი მოსწავლეების ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა. შემთხვევა 11 აპრილს მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი მიკროავტობუსს მართავდა ,რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო, ავტომობილი გააჩერა, გადმოსვლის შემდეგ , ადგილზე გარდაიცვალა.

სავარაუდოდ , გარდაცვალების  მიზეზი, თრომბი გახდა.

როგორც “2020NEWS” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.