"თუ სკოლა არ გაძლიერდა, ვერანაირი ინიციატივა და რეფორმა ვერ გატარდება ქვეყანაში"
"თუ სკოლა არ გაძლიერდა, ვერანაირი ინიციატივა და რეფორმა ვერ გატარდება ქვეყანაში"

A+ A-

16:26 15/04/2019

საქართველოში ყველაზე წარმატებული მასწავლებელი ლადო აფხაზავა მიიჩნევს, რომ იმისთვის, რომ ქვეყანაში რაიმე რეფორმა წარმატებით გატარდეს, აუცილებელია მასწავლებელი ფინანსურად გაძლიერდეს. „2020NEWS-სთან“ ლადო აფხაზავამ ქართულ სკოლებში გასატარებელ აუცილებელ რეფორმებზე ისაუბრა.

_ რა პრობლემები აქვთ მასწავლებლებს?

_ თუ სკოლა და მასწავლებელი არ გაძლიერდა, ვერანაირი ინიციატივა და რეფორმა ვერ გატარდება ქვეყანაში. აუცილებელია, რომ მასწავლებლებს ხელფასი გაეზარდოთ და ფინანსურად გავაძლიეროთ.

_ ევროპული საქართველომიიჩნევs, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდაქართული ოცნებისტყუილი დაპირება

 _ ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს, ზოგს მიაჩნია, რომ ტყუილია, ზოგი კი ფიქრობს, რომ სიმართლეა. რადგან ხელისუფლება ამას ამბობს, ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს ასე იქნება. ბევრს ჰგონია, მე  , ლადო აფხაზავა კონკურსის გარეშე ამიყვანეს და საუკეთესო მასწავლებელთა შორის დამსვეს, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. კონკურსში რომ მოვხვედრილიყავი, საჭირო კატეგორიები გადავლახე. ვერავის „გამოვეკიდები“ კომენტარებით, როდესაც ამბობენ, რომ არაა კარგი მასწავლებელი დახტის და თამაშობს გაკვეთილზე და მისი სწავლის მეთოდი არანაირი არ არის კარგიო. ასეთი შეფასების ზოგს სჯერა და ზოგს - არა. ამიტომ ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ვეკამათოთ. ვისაც სჯერა, რომ მოუმატებენ ხელფასს, უნდა დაელოდოს სექტემბერს.

 _ თქვენ გაიცანით მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლებს, მათთან საუბრის შემდეგ რა შეგიძლიათ, თქვათ. რა არის გასაკეთებელი და შესაცვლელი ქართულ სკოლებში?

 _ ქართულ სკოლაში ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის არის, რომ ჩვენ ერთიანობა გვაკლია, თუ ერთი სკოლა სწავლების ახალ მეთოდს ირჩევს, მეორე სკოლა ამბობს, ჩვენ აკადემიური სკოლა ვართ და არაფერს შევცვლითო. ვფიქრობ, ყველა სკოლა უნდა დაფინანსდეს, სარემონტო სამუშაოებისთვის.

 _ როგორ ფიქრობთ, გამოცდების გაუქმება სწორი გადაწყვეტილება იყო?

_ ჩემი აზრით, განათლების სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ექსპერტებთან გასაუბრების შემდეგ მიიღო და მე უბრალო მასწავლებელმა როგორ გითხრათ, რომ მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. მათ გადაწყვეტილებას ზოგი დაეთანხმება და ზოგი არა, ამაში გასაკვირი არაფერია. პირიქით ,კატასტროფა მაშინ იქნებოდა, ერთი ადამიანი რომ რამეს იტყოდა და ყველა აპრიორი დაეთანხმებოდა.

 _ კონკურსიდან დაბრუნების შემდეგ, შეიქმნა ანგარიში, სადაც თქვენი გულშემატკივრები ანხას რიცხავდნენ. მათი სურვილი იყო, მილიონი შეეგროვებინათ თქვენთვის.

_ რამდენია შეგროვილი ,ჯერ არ ვიცი, ბანკში არ მივსულვარ. მაგრამ ეს თანხა მოხმარდება განათლებას, ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ.

  შეგახსენებთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტებს შორის მოხვდა.