ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფაა - მამუკა ბახტაძე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფაა - მამუკა ბახტაძე

A+ A-

16:33 15/04/2019

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფაა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა რუმინელ კოლეგა ვასილიკა-ვიორიკა დენჩილასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველოში არსებული ძალიან მტკივნეული გამოწვევები. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით კატასტროფულია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუმინეთში სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყო.