რუსეთმა NATO-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა
რუსეთმა NATO-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა

A+ A-

16:33 15/04/2019

რუსეთმა და NATO-მ სამოქალაქო და სამხედრო ხაზით თანამშრომლობა სრულად შეწყვიტეს, ამის შესახებ РИА-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.


„ნატომ თავად თავა რუსეთთან ურთიერთობაში პოზიტიურ დღის წესრიგზე უარი. ის არ არსებობს და ჯერჯერობით არც იმის ნიშნები ჩანს, რომ NATO-ში იცოდნენ, თუ როგორ გამოვიდნენ ამ ჩიხიდან.“- განაცხადა გრუშკომ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ აბსურდული უწოდა ალიანსის გადაწყვეტილებას სამხედრო ხაზით სამუშაო კონტაქტების გაწყვეტასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოება დიდწილად ნატოსა და რუსეთის ურთიერთობაზე დამოკიდებული.

გრუშკოს განცხადებით, ალიანსი ძალიან შორის წავიდა რუსეთთან კონფრონტაციის გაღვივებაში.

„პარადოქსია, მაგრამ რუსეთი-ნატოს ურთიერთობა ყველაზე მეტად მოგაგონებთ იმ მდგომარეობას, რა პირობებშიც შეიქმნა NATO, ცივი იმის პერიოდს. ისევ გადაწმინდეს მტვერი „არმელის დოქტრინას“ (1967 წლის დეკემბერში ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ დაამტკიცა „არმელის მოხსენება”, რომლის შესაბამისად ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის კომიტეტმა მიიღო ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ახალი კონცეფცია ითვალისწინებდა ერთის მხრივ ნატოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ დაძაბულობის განმუხტვას საბჭოთა კავშირთან და მის სატელიტებთან.): დიალოგი და შეკავება, უბრალოდ ახლა ამ ფორმულაში ბევრი შეკავებაა და ცოტა დიალოგი“- განაცხადა გრუშკომ.

გრუშკოს თქმით, ალიანსისა და რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტი კაცობრიობისთვის კატასტროფა იქნებოდა:

„რაც შეეხება NATO-სთან შეიარაღებულ კონფლიქტს, ყველა საღადმოაზროვნე იმედოვნებს, რომ ეს არ მოხდება, ეს იქნებოდა კატასტროფა მთელი კაცობრიობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ვაშინგტონში და ბრიუსელშიც ხვდებიან.“- განაცხადა გრუშკომ.