ნაომი კემპბელი "ვალენტინოს" სარეკლამო რგოლებში გამოჩნდა
ნაომი კემპბელი "ვალენტინოს" სარეკლამო რგოლებში გამოჩნდა

A+ A-

×

16:39 15/04/2019

ნაომი კემპბელი იტალიური მოდის სახლის, "Valentino-ს" სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა. ბრიტანელი სუპერმოდელი, ახალი ხაზის „Vring-ის" სახე გახდა. „Vring“ „Valetino-ს" უახლესი ჩანთებია, რომლის დიზაინზეც, იტალიელი დიზაინერი პიერ პაოლო პიჩოლო მუშაობს. გადაღებები ნიუ-იორკის მეტროში მიმდინარეობდა. ფოტოგრაფებმა ინეზ ვან ლემსვეერდემ და ვინუდ მატადინმა ნაომი კემპბელის მონაწილეობით შავ-თეთრი ფოტოები გადაიღეს. ბრიტანელი სუპერმოდელი და იტალიური მოდის სახლი "Valentino", წლებია თანამშრომლობენ, უკანასკნელად კი ნაომი 2019 წლის იანვარში გამოჩნდა ბრენდის ჩვენებაზე.