მადონამ ახალი ალბომის გამოსვლა დააანონსა
მადონამ ახალი ალბომის გამოსვლა დააანონსა

A+ A-

16:59 15/04/2019

 მადონამ ახალი ალბომის Madame X - ის გამოსვლა დაანონსა. მომღერალმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე სიმღერის „თიზერი“ გამოაქვეყნა. ვიდეოში მომღერალი განმარტავს, რომ "მადამ იქსი" საიდუმლო აგენტია, რომელიც მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობს. ის იცვლის გარეგნობას, იბრძვის თავისუფლებისთვის და, ასევე, სიბნელეს სინათლით უპირისპირდება.

გარდა ამისა, მომღერალი გვეუბნება, რომ "მადამ იქსი" პროფესორია, მოცეკვავე, სახელმწიფოს მეთაური, მხედარი, დიასახლისი, სტუდენტი, დედა, პატიმარი, ბავშვი, მონაზონი, მომღერალი, მასწავლებელი, წმინდანი და ჯაშუში. ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია.