ლარი გამყარდა
ლარი გამყარდა

A+ A-

17:05 15/04/2019

ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანხმად, დღეს ბანკთა შორის გამართული ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარი გაუფასურდა და მისმა ღირებულებამ 2.6916 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6953 ლარი იყო. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.37თეთრით გამყარდა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0447 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0481 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.34 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4648 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5276 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 აპრილიდან შევა ძალაში.