დევნილების გზავნილი პრეზიდენტს - აფხაზეთის უზენაესი საბჭო მთავრობის დამტკიცების წესზე მუშაობს
დევნილების გზავნილი პრეზიდენტს - აფხაზეთის უზენაესი საბჭო მთავრობის დამტკიცების წესზე მუშაობს

A+ A-

18:22 15/04/2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობობაზე დასამტკიცებელ სავარაუდო კანდიდატთა სია იზრდება, თუმცა მთავრობის მეთაურის დანიშვნის წესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონტიტუციაში ამ ეტაპზე  არ არსებობს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოში არ აკონკრეტებენ, როდის დამტკიცდება მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების წესი, თუმცა ადასტურებენ, რომ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მუშაობენ.

 „ვახტან ყოლბაია, წლების განმავლობაში, იმიტომ იყო მოვალეობის შემსრულებელი, რომ არ იყო გაწერილი თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა, არც ჩვენი კონსტიტუციით და არც კანონში. ამ დღეებში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ მომავალი თავმჯდომარე უკვე მოვალეობის შემსრულებელი აღარ იყოს“,- აცხადებს გამახარია.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაციები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებელ სავარაუდო კანდიდატებზე.

დღეს  დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, სალომე ზურაბიშვილის სახელზე კონკრეტული მოთხოვნა გააგზავნეს. წერილს იძულებით გადაადგილებული პირები აწერენ ხელს.

საინიციატივო ჯგუფი ქვეყნის პირველ პირს მიმართავს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლელა გულედანის კანდიდატურა განიხილოს.

რამდენიმე დღის წინ კი , ჯემალ გამახარიამ განაცხადა, რომ  ამ პოსტზე  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის,  რუსლან აბაშიძის კანდიდატურა განიხილება.