მდინარაძე პოლიტიკურად არშემდგარი ადამიანია - ბესელია
მდინარაძე პოლიტიკურად არშემდგარი ადამიანია - ბესელია

A+ A-

×

18:30 15/04/2019

მდინარაძე თავად არის მინუსებში, როგორც პოლიტიკურად არშემდგარი ადამიანი, - ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო უმრაველსობის წევრის, მამუკა მდინარაძის შეფასებას პოლიტიკური მოძრაობა დაიცავი საქართველოს შესახებ.

მდინარაძემ დღეს პოლიტიკური მოძრაობის შეკრების შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ ამ მოძრაობაში გაწევრიანებული პოლიტიკოსები მინუსპროცენტიანები არიან.

"მდინარაძე თავად არის მინუსებში წასული, როგორც პოლიტიკურად არშემდგარი ადამიანი და როგორც დაბალი კვალიფიკაციის იურისტი. რაც შეეხება კობახიძეს, ის რომ ვერ ერკვევა პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებას შორის განსხვავებაში აღარ არის გასაკვირი ფერების აღრევის და მესიჯების აღრევის შემდეგ.

მისი პროგნოზები და პოლიტიკური განჭვრეტა არის ასევე მინუსებში წასული და ეს ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, მათ შორის ბოლო არჩევნებზე სადაც პარტიის თავმჯდომარე აზეიმა და მიალოცინა საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, ისე რომ ელემენტარულად არ ჰქონდა მიახლოებული ინფორმაცია შედეგებთან დაკავშირებით," - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, 13 აპრილს, ფილარმონიის დარბაზში „დაიცავი საქართველოს“ შეკრება გაიმართა.