საია-ს თავმჯდომარე სკანდალურ განცხადებას აკეთებს - რა ფოტო დახვდა მოსამართლეს მაგიდაზე?
საია-ს თავმჯდომარე სკანდალურ განცხადებას აკეთებს - რა ფოტო დახვდა მოსამართლეს მაგიდაზე?

A+ A-

18:35 15/04/2019

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის საკითხს განიხილავდნენ,  სულხან სალაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა.

მან მოსამართლეებზე ზეწოლის კიდევ ერთი სკანდალური ფაქტის შესახებ განაცხადა. სალაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მოსამართლის კაბინეტი დაუდგენელმა პირებმა გატეხეს, შეიპარნენ და სამუშაო მაგიდაზე უხამსი ფოტოები დაუტოვეს. ამ ფორმით კლანის არაწევრ მოსამართლეს დაემუქრნენ. 

მისივე განმარტეებით, აღნიშნული ფაქტი 2012 წლის შემდეგ მოხდა, თუმცა რომელი ინსტანციის მოსამართლეს დახვდა უცენზურო ტიპის ფოტოები საკუთარ, დაკეტილ კაბინეტში, დეტალებზე საუბრისგან სალაძე ასევე თავს იკავებს. სალაძის განმარტებით, მისთვის არც ისაა ცნობილი, რა კონკრეტული საქმის გამო დაახვედრეს ასეთი ფოტოები საკუთარ კაბინეტში მოსამართლეს.

„მე არ ვიცი, რომელ მოსამართლეზეა საუბარი. მე, ვიცი მხოლოდ ის მოსამართლე, ვინც მე მესაუბრა. ცხადია, არც საქმის დეტალები არ ვიცი და საერთოდ, საქმეზე არც ყოფილა საუბარი.

შემიძლია გითხრათ, რომ ჩაკეტილი კაბინეტი იყო, ანუ მისი სამუშაო ოთახი, რომლის გასაღებიც თვითონ მოსამართლეს ჰქონდა. საკუთარ კაბინეტში მას დახვდა ამობეჭდილი ფურცელი, რომელზეც გათავსებული იყო უცენზურო სურათი. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლა. ამის შესახებ დღეს, მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ სასამართლლო სისტემაში უბრალოდ, უფრო მეტ ღრმა პრობლემებს აქვს ადგილი, ვიდრე შეიძლება ეს მმართველი ჯგუფის ერთ ნაწილს წარმოუდგენია.

ვინ დაახვედრა უცენზურო ტიპის ფოტო, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ ჩაკეტილი კაბინეტი იყო და თვითონ იმ ადამიანსაც არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვინ დაუტოვა სამუშაო მაგიდაზე ამ ტიპის ფოტო. ვაჭრობაში მე ვერ შევალ და ამაზე მსჯელობას ვერ დავიწყებ, თუმცა ის, რომ ვიღაცა კონკრეტული პირის ნების გარეშე ეს რომ ვერ მოხდებოდა, ცხადია“, - განაცხადა სალაძემ.