კონკურენციის სააგენტო დღევანდელ რეალობას უკვე ვერ პასუხობს - რომან კაკულია
კონკურენციის სააგენტო დღევანდელ რეალობას უკვე ვერ პასუხობს - რომან კაკულია

A+ A-

18:42 15/04/2019

ონკურენციის სააგენტო და არსებული კანონმდებლობა დღევანდელ რეალობას უკვე ვერ პასუხობს, სააგენტოს ფუნქციები გასაზრდელია, - აცხადებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია.

„ვმუშაობთ კონკურენციის სააგენტოს კანონმდებლობაზე. არსებული კანონმდებლობა დღევანდელ რეალობას უკვე ვერ პასუხობს. თავის დროზე, როდესაც ეს კანონი შეიქმნა, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ დღეს უკვე ამდენი ბიზნესი შემოდის ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. როდესაც ვამბობთ, რომ ქართული ბიზნესგარემო გამორჩეულია იმ ბიზნესგარემოთაგან, რომლებიც ჩვენთან კონკურენციაში არიან კაპიტალის მოზიდვის კუთხით, ამ ბიზნესგარემოს ფორმირებაში სამართლიან კონკურენციას ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მკაფიო ფუნქციებით აღჭურვილი კონკურენციის სააგენტო და იყოს კანონმდებლობა, რომელიც სამართლიან თამაშის წესებს აწესებს და ეს წესები უნდა ვრცელდებოდეს ყველაზე. სააგენტოს ფუნქციები გასაზრდელია“, - განაცხადა რომან კაკულიამ.