ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა

A+ A-

×

20:25 15/04/2019

ჩაქვში 11 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა ორი საათის წინ მოხდა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. უწყებაში ადასტურებენ, რომ ის ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. 

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვაისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ითვალისწინებს.