საქართველოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია ეწვევა
საქართველოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია ეწვევა

A+ A-

×

20:39 15/04/2019

საქართველოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია, დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტიდან ეწვევა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ეს ოცი წევრისგან შემდგარი ორპარტიული კომიტეტია, რომელიც მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეფექტური, დამოუკიდებელი და რეაგირებადი საკანონმდებლო ინსტიტუტების განვითარების ხელშესაწყობად.

დელეგაციას უხელმძღვანელებს კომისიის თავმჯდომარე კონგრესმენი - დევიდ პრაისი (დემოკრატი-ჩრდილოეთ კაროლინა). დელეგაციის წევრები არიან: თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ვერნ ბიუქენანი (რესპუბლიკელი-ფლორიდა), კონგრესის წევრი დინა ტიტუსი (დემოკრატი-ნევადა), კონგრესმენი მაიკლ კონევეი (რესპუბლიკელი-ტეხასი), კონგრესმენი ჯერი კონოლი (დემოკრატი-ვირჯინია), კონგრესმენი ადრიან სმიტი (რესპუბლიკელი-ნებრასკა), კონგრესის წევრი ბარბარა ლი (დემოკრატი-კალიფორნია) და კონგრესის წევრი ტერი სიუელი (დემოკრატი-ალაბამა).

კონგრესის პარტნიორობა დემოკრატიისთვის პალატა და საქართველოს პარლამენტი 2006 წლიდან თანამშრომლობენ. ეს მათი მერვე ვიზიტია საქართველოში.

საქართველოში კოლეგებთან შეხვედებზე დელეგაცია განიხილავს საკანონმდებლო მეთოდებს, გამოწვევებსა და მიმდინარე საკითხებს. დელეგაცია აგრეთვე გაეცნობა იმ საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სახელმწიფოს მართვაზე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ეროვნული თავდაცვის გათვალისწინებით.

შეხვედრები პარლამენტში ხვალ დილიდან გაიმართება.