თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილს კორუფციაში ადანაშაულებს
თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილს კორუფციაში ადანაშაულებს

A+ A-

×

21:13 15/04/2019

თიანეთის მერია რუსულ კომპანია „ნიკარემსტროისს “, თიანეთში საბავშო ბაღებისა და ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოების უხარისხოდ ჩატარების გამო, სასამართლოში უჩივის.

როგორც 2020NEWS-ს“ თიანეთის მერმა თამაზ მეჭაურმა განუცხადა,- კომპანიას ზარალი ნაწილობრივ უკვე აანაზღაურებინეს. სასამართლომ თიანეთის მერიის სასარგებლოდ "ნიკარემსტროის“ 123 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა. მეჭიაურის თქმითვე, მერია დავას აგრძელებს.

„ჩემი მოსვლის დღიდან, კომპანიასთან თანამშრომლობა შევაჩერეთ. ჩემი მერობის პერიოდში "ნიკარემსტროის“ ერთი დღე არ უმუშავია. ჩემს წინამორბედებს ჰყავდათ შემოყვანილი. ერთი და იგივე კომპანია სხვადასხვა დასახელებები აწარმოებდა სამუშაოებს და როგორც ასრულებდა, კი ეტყობა“, - განუცხადა „2020NEWS-ს“ თამაზ მეჭაურმა.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ადმინისტრაციული შენობებისთვის განკუთვნილი თანხა კომპანიამ წინასწარ აიღო და არამიზნობრივად დახარჯა.

„ადმინისტრაციულ შენობებს ერთი დღეც არ უფუნქციონირებია. დღესაც ჩვენი წარმომადგენლები, ფაქტობრივად, ქუჩაში არიან. შენობები კი ინგრევა. ამ კომპანიამ სამუშაოების დაწყებამდე 140 ათასი ლარი წინასწარ აიღო. ეს თანხა დატაცებულია და ის პირდაპირ ქუცნაშვილთან წავიდა. ზუსტად მაგ პერიოდში არჩევნები იყო და არჩევნების წინ დაიფინანსა თავი“, - განუცხადა თიანეთის მერმა „2020NEWS-ს“.

ცნობისთვის, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა მალხაზ ლომსაძე 2017 წელს დააკავა.

ასევე დააკავეს, „ნიკარემსტროის“ შვილობილი კომპანიის წარმომადგენელი ზაზა ჩიტაშვილი და თიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მაღალჩინოსნები.

მუნიციპალიტეტის სამ თანამშრომელთან ერთად დაკავებული იყო გამგებლის ყოფილი მოადგილე მამული მამულაშვილი. სასამართლომ ყველა მათგანთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.