პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა (LIVE)
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა (LIVE)

A+ A-

×

21:31 15/04/2019

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი უკიდია.ინფორმაციას საფრანგეთის მედია ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებმა გამოიწვია. ცეცხლი სხვენში გაჩნდა.
დაშავებულების შესახებ, ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ტაძარში მყოფი ადამიანების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
ცნობისთვის, პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება, რომელიც მე-12 საუკუნეში აშენდა.