პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სამრეკლო ჩამოინგრა (ვიდეო)
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სამრეკლო ჩამოინგრა (ვიდეო)

A+ A-

×

22:19 15/04/2019

ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის სამრეკლო ჩამოინგრა. „ფრანს პრესის“ ცნობით, ამის შესახებ პარიზის მერის მოადგილემ განაცხადა.

ჯერერობით უცნობია, რა გახდა ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი. თუმცა, როგორც „ბიბისი“ წერს, ხანძარი შესაძლო ტაძარში მიმდინარე სარსტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ და გზა გაუთავისუფლონ საგანგებო სამსახურების ტექნიკას.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.