დღეს ყველა ჩვენგანის ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული - ემანუელ მაკრონი
დღეს ყველა ჩვენგანის ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული - ემანუელ მაკრონი

A+ A-

23:01 15/04/2019

სამწუხაროა იმის ხილვა, რომ ყველა ჩვენგანის ნაწილი ახლა ცეცხლის ალშია გახვეული, – ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ „ტვიტერის“ გვერდზე გააკეთა.

ნოტრ დამის ტაძარი იწვის. ეს ძალიან ემოციურია მთელი ერისთვის. იფიქრეთ კათოლიკეებზე და ყველა ფრანგზე. როგორც ყველა ფრანგი, მეც დამწუხრებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანის ნაწილი ახლა ალშია გახვეული“, – წერს ემანუელ მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტი შემთხვევის ადგილისკენ მიემართება.

პარიზში ღვთისმშობლის ტაძარი იწვის.