ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ - მამუკა ბახტაძე
ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ - მამუკა ბახტაძე

A+ A-

×

23:21 15/04/2019

ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“ წერს.

„შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბით. ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ“, – წერს ბახტაძე სოციალურ ქსელში.