ნოტრ-დამის წინ შეკრებილი მოქალაქეები გალობენ
ნოტრ-დამის წინ შეკრებილი მოქალაქეები გალობენ

A+ A-

23:49 15/04/2019

პარიზის ღვთისშობლის ტაძრის სიახლოვეს მოქალაქეები და ტურისტები შეიკრიბნენ. ისინი ცეცხლმოკიდებულ ტაძარს უყურებენ და გალობენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე რამდენიმე საათია, ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.
 
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.