ჩვენ აღვადგენთ ნოტრ-დამს - ემანუელ მაკრონი
ჩვენ აღვადგენთ ნოტრ-დამს - ემანუელ მაკრონი

A+ A-

02:14 16/04/2019

მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული,- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა , ემანუელ  მაკრონმა. მან ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა.  „ეს ჩვენი ისტორიაა და ის იწვის. ჩვენ აღვადგენთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს“, – თქვა საფრანგეთის ლიდერმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მთელი ერის სახელით ასევე მადლობა გადაუხადა საგანგებო სამსახურებს თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის.  პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.