თქვენ დაგჭირდებათ "დემოკრატიის ცერბერი"- სააკაშვილი ზელენსკის (ვიდეო)
თქვენ დაგჭირდებათ "დემოკრატიის ცერბერი"- სააკაშვილი ზელენსკის (ვიდეო)

A+ A-

10:09 16/04/2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი სოციალური ქსელით უკრაინის პრზიდენტობის კანდიდატს, ვლედიმერ ზელენსკის ვრცელი ვიდეო-პოსტით მიმართავს.

სააკაშვილი დარწმუნებულია, ზელენსკის გამარჯვებაში. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, კი, მისი აზრით ,პირველი, რაც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს , კორუფციასთან ბრძოლაა. სააკაშვილის თვლის, უკრაინამ 2004 წელს დიდი შანსი გაუშვა და ახლა ზელენსკის საშუალება ექნება , ყველაფერი სწორად გააკეთოს.

"კორუფციასთან ბრძოლა ზემოდანაა დასაწყები... გენერალურ პროკურორად თუ არ დანიშნავთ ისეთ კანდიდატს, რომელიც მზადაა უშიშრად იბრძოლოს, როგორც "დემოკრატიის ცერბერმა" , თქვენ "მეორე იუშენკოდ" გაქცევენ.  თქვენ უნდა მონახოთ ადამიანი , რომელიც არ შედრკება  პოროშნკოსა და მისი ბანდის წინააღმდეგ",- ამბობს ვიდეო-მიმართვაში სააკაშვილი.