მთავარი რელიკვიები, მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა
მთავარი რელიკვიები, მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა

A+ A-

×

10:34 16/04/2019

პარიზის საკათედრო ტაძრის მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა. ამის შესახებ ნოტრ დამის რექტორმა პატრიკ ჟაკინმა განაცხადა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლის გაჩენის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ კათედრალში არსებული რელიკვიების ბედს ეხებოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა.პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.