მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

A+ A-

×

10:39 16/04/2019

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რომელსაც მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, მდინარე მტკვარში გუშინ ღამე იპოვნეს.  შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, მამაკაცის ცხედარი გუშინ ღამით პროზექტურაში გადაასვენეს. მათივე ცნობით, გამოძიება მომხდართან დაკავშირებით 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მოქალაქემ 112-ის სამსახურს შეატყობინა, რომ თბილისში, მეტეხის ხიდიდან ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში გადახტა. მამაკაცის ცხედრის სამძებრო სამუშაოებს სამაშველო სამსახური ახორციელებდა.