ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები აშშ-ის კონგრესის დელეგაციას ხვდებიან
ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები აშშ-ის კონგრესის დელეგაციას ხვდებიან

A+ A-

×

10:47 16/04/2019

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია, რომელიც 20 წევრისგან შედგება, ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს ხვდება.

კონგრესმენები დღეს შეხვედრებს გამართავენ, როგორც პარლამენტის, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.

„ჩვენ განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის: საქართველოს ინტეგრაცია ჩრდილოატლანტიკურ ოჯახში, ასევე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და სხვა მნიშვნელოვანი თემები. საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეს არის იმის დამსახურება, რომ წლების განმავლობაში, კონგრესა და პარლამენტს, მთავრობებს, ხალხებს შორის ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობაა", -განაცხადა არჩილ თალაკვაძე  შეხვედრის დაწყებამდე.